"სპეკულაციაა" - კობახიძის მტკიცებით, პრემიერის უნგრეთში დაგეგმილი ვიზიტი ანტიდასავლური არ არის
"ქართული ოცნების" თავმდჯომარე ამტკიცებს, რომ პრემიერის უნგრეთში დაგეგმილი ვიზიტი ანტიდასავლურ შინაარსს არ შეიცავს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ სპეკულაციაა.
ვერავითარ ანტიდასავლურ პოლიტიკაზე ვერ იქნება საუბარი. ღონისძიება, რომელიც იმართება უნგრეთში, არ შეიცავს არავითარ ანტიდასავლურ შინაარსს, შემიძლია ცალსახად ვთქვა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სპეკულაციები შეგვიძლია მოვისმინოთ ამ თემასთან დაკავშირებით. სინამდვილეში არავითარი საფუძველი იმის, რომ ვინმემ იმსჯელოს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკაზე, არ არსებობს, შესაბამისად, გვექნება კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან, - თქვა კობახიძემ.
"ევროპელ სიციალისტთა პარტია" საკუთარი რიგებიდან "ოცნების" გარიცხვას გეგმავს. მიზეზი მმართველი ძალის ანტიდასავლური ნაბიჯებია. ევროპარლამენტის პოლიტიკური ოჯახი სადამრსჯელო ღონისძიებებზე ჯერ კიდევ რუსული კანონის განხილვის დროს ალაპარაკდა, თუმცა ბოლო წვეთი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილი ვიზიტი აღმოჩნდა, სადაც პრემიერი საპატიო სპიკერად კონსერვატორების დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვიეს.