ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ მეტი გვაქვს სალაპარაკო - მდინარაძე "ოცნების" "PES"-დან გარიცხვაზე

30.04.23 11:44
ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ მეტი გვაქვს სალაპარაკო - მდინარაძე "ოცნების" "PES"-დან გარიცხვაზე

ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" "PES"-დან შესაძლო გარიცხვაზე. მდინარაძე ამტკიცებს, რომ პრემიერის უნგრეთში დაგეგმილი ვიზიტი ოჯახის სიწმინდის და ეროვნული დეინტობის საკითხებს ეხება. 

თუკი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ვინმე უნდა ალაპარაკდეს ჩვენი გარიცხვის საკითხზე, მხოლოდ და ხმოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონფერენციაში თუ რაღაც ფორმატში, ნებისმიერში, სადაც საკითხი დგას ოჯახის სიწმინდეზე, საკითხი დგას ეროვნულ იდენტობაზე და მსგავსს ღირებულებებზე, ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ, - ამბობს მდინარაძე. 

"ევროპელ სიციალისტთა პარტია"  საკუთარი რიგებიდან  "ოცნების" გარიცხვას გეგმავს. მიზეზი მმართველი ძალის ანტიდასავლური ნაბიჯებია. ევროპარლამენტის პოლიტიკური ოჯახი  სადამრსჯელო ღონისძიებებზე ჯერ კიდევ რუსული კანონის განხილვის დროს ალაპარაკდა, თუმცა ბოლო წვეთი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილი ვიზიტი აღმოჩნდა, სადაც პრემიერი საპატიო სპიკერად კონსერვატორების დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვიეს. 

მსგავსი სიახლეები