"ოცნებას" "PES"-დან თავისი მავნებლური პოლიტიკის გამო რიცხავენ - გრიგოლ გეგელია

30.04.23 11:48
"ოცნებას" "PES"-დან თავისი მავნებლური პოლიტიკის გამო რიცხავენ - გრიგოლ გეგელია

"ოცნებას" "PES"-დან თავისი მავნებლური პოლიტიკის გამო რიცხავენ, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, უკვე ცხადია როგორი იქნება მმართველი გუნდის ბოლო დღეები. 

სულ მალე, როგორც ირკვევა, „ქართულ ოცნებას“ თავისივე პოლიტიკური ოჯახიდანაც გარიცხავენ. ეს არის ბოლო ადგილი, სადაც „ოცნებას“ ჯერ კიდევ მიესვლება, სადაც ისინი ფორმალურად წევრები არიან, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მიერ წარმოებული მავნებლური პოლიტიკის გამო, უკვე თავისი ოჯახიც კი უკვე უმკაცრესად რეაგირებს „ქართულ ოცნებაზე“. გაცხადდა თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო დღეები - სანქცირებული აშშ-დან, გარიყული ევროპული პოლიტიკიდან, უარყოფილი ქართველი ხალხის მხრიდან და შექებული ლავროვის მიერ, - ამბობს გეგელია.

"ევროპელ სიციალისტთა პარტია"  საკუთარი რიგებიდან  "ოცნების" გარიცხვას გეგმავს. მიზეზი მმართველი ძალის ანტიდასავლური ნაბიჯებია. ევროპარლამენტის პოლიტიკური ოჯახი  სადამრსჯელო ღონისძიებებზე ჯერ კიდევ რუსული კანონის განხილვის დროს ალაპარაკდა, თუმცა ბოლო წვეთი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილი ვიზიტი აღმოჩნდა, სადაც პრემიერი საპატიო სპიკერად კონსერვატორების დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვიეს.  

მსგავსი სიახლეები