"უხეში და უსამართლო" - კობახიძე შაჰინის განცხადებაზე

30.04.23 11:58
"უხეში და უსამართლო" - კობახიძე შაჰინის განცხადებაზე

სენატორ ჯინ შაჰინის განცახდებას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლები ავტოკრატიისკენ სწრაფ ზრდაში დაადანაშაულა, ირაკლი კობახიძე უხეშს და უსამართლოს უწოდებს.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ისევ იმეორებს, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რატა ოპოზიციამ მოსამართლეებთან მიმართებაში პარლამენტში საგამოძიებო კომისია ვერ შექმნას. 

ავტოკრატიისკენ წასულიც იყო და იქ იყო ის ხელისუფლება, რომელსაც, სამწუხაროდ, ქალბატონო შაჰინი აქებდა 2012 წლამდე. მისი განცხახდება იყო აბსოლუტურად უსამართლო. მე ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად კორექტული, საქმე ეხება სენატორს, აქედან გამომდინარე მხოლოდ ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები. ეს იყო ძალიან უხეში, საუამრთლო განცახდება. კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში გავაკეთებთ ყელაფერს იმისთვის, რო რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია. სამწუხარო ის არის, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის იმ საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელსაც წარმართავს რადიკალური ოპოზიცია. თქვენ გახსოვთ პარლამენტის კედ;ებშ მის მიერ გაკეთებული განცხადებები. ეს ძალიან სამწუხაროა. იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო შემთხვევაში ის სხვაგვარ განცხადებებს გააკეთებს, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეიძლება გვქონდეს ამ კუთხით ოპტიმიზმის იმედი, - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები