კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის - სიაშია საქართველოც
კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. სიაშია საქართველოც. აშშ ამ ქვეყნებს სანქციების პოტენციურ დამრღვევებად მიიჩნევს. ნივთებს შორისაა ჩიპებიც, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო უკრაინასთან ომში იყენებს.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი ქვეყნებს მოუწოდებს, ამ სახის ვაჭრობა თავიდან აიცილონ, რადგან ის რულეტის თამაშს ჰგავს.
კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ვიღაცისთვის კარგ ბიზნესშესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. ისინი ალბათ ამბობენ, რომ ამ საქონელს რუსეთში გაგზავნიან. მათ შეიძლება იციან ან არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ. ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთები საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე, იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი 7-ული წევრებმა ამ საწონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით, რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაშ იიყვნენ ჩართული, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომელიც ახლა უნდა შეწყდეს. ჩვენ ამ საკითხზე რეგულარულად ვსაუბრობთ. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და ვმუშაობთ. ყველაზე მეტად მგრძნობიარე ნივთების იდენტიფიცირებასა და მათი ექსპორტის შეჩერებაზე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ გვინდა მათ მხარი დავუჭროთ ამ მისწრაფების შესრულებაში. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, როლმ არსებობს მთელი რიგი ვალდებულებებისა, რომელიც უნა შესრულდეს. ეს არის კანონის უზენაესობის საკითხი და ამას ვუყურებთ როგორც სრული მხარდაჭერის აღმოჩენა საქართველოსთვის, - განაცხადა აშშ-ს გლობალური სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა.