დასანქცირებული მოსამართლეები მნიშვნელოვანი კორუფციის ცენტრში იყვნენ - აშშ-ს სანქციების კოორდინატორი

30.04.23 14:17
დასანქცირებული მოსამართლეები მნიშვნელოვანი კორუფციის ცენტრში იყვნენ - აშშ-ს სანქციების კოორდინატორი

აშშ-ს სანქციების კოორდინატორი  "ამრიკის ხმასთან" ინტერვიუში ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხს ეხმიანება. ჯიმ ობრაიენი ამბობს, რომ კლანის დასანქცირება საფუძვლიანი ინფრომაციის ნიადაგზე მოხდა, რასაც ამერიკის კანონმდებლობა ითვალისწინებს. 

აშშ-ს მაღალჩინოსნის თქმით, მოსამართლეების კორუფციული საქმეების შესახებ საქართელოს ხელისუფლებისთისაც ცნობილი იყო. 

ეს პირები იმყოფებოდნენ საქართველოში მნიშვნელოვანი კორუფციის ცენტრში ბოლო რამდენიმე ადმინისტრაციის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს გლობალური პოლიტიკა, რომ ადამინებზე, რომლებიც ბოროტად იყენებენ სახელმწიფო ძალაუფლებას ამ ფორმით, ეს შეზღუვები უნდა გავრცელდეს. ჩვენი კანონის თანახმად, ამ შეზღუდვების დაწესება, ფაქტობრივად, სავალდებულოა. ჩვენ ამს ვხედავთ, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებეის განმტკიცებას. ეს სტანდარტული ნაბიჯია, რეაქცია, რომელიც კარგად ინფორმირებული ადამიანისგან მივიღეთ, იყო ის, რომ დიახ, უკვე დრო იყო. ვფიქრობ, ფაქტები და გარემოებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი და არანაირი პრობლემა არ არსებობს. არ მგონია, კარგად ინფორმირებულმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა შეძლოს იმის თქმა, რომ ეს უსაფუძლო იყო. 

 

 

მსგავსი სიახლეები