რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები ჩვენს ორიენტაციაზე გავლენას არ იქონიებს - პრეზიდენტი

30.04.23 14:45
რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები ჩვენს ორიენტაციაზე გავლენას არ იქონიებს - პრეზიდენტი

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები ჩენს ორიენტაციაზე გავლენას არ იქონიებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაზიანში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის მიმართ გზავნილები მკაფიო და ერთგაროვანი უნდა იყოს. 

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებასა და ორიენტაციაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილებების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი, - თქვა მან.