ხელში ჩაიგდეს ყველა წყარო, საიდანაც ფული იშოვება - ბოტკოველი პრემიერის მამის ბიზნესზე

30.04.23 15:32
ხელში ჩაიგდეს ყველა წყარო, საიდანაც ფული იშოვება - ბოტკოველი პრემიერის მამის ბიზნესზე

კახეთში პრემიერის მამის ღვინის ბიზნესი ენმ-ს წევრს გიორგი ბოტკოველს არ უკვირს. "ნოარ მელაძის შაბათში" გასული ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ ოპოზიიცის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ხელში აქვთ ჩაგდებული ყველა წყარო, საიდანაც ფულის შოვნაა შესაძლებელი. 

პრემიერ-მინისტრის მამის ბიზნესი და მთლიანად პრემიერ-მინისტრის საქმიანობა კახეთში, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის. ეს შეიძლება იყოს ყველაზე პატარა შემოსავალი მათი ოჯახისთვის და ყველაზე პატარა ბიზნესი. ფაქტობრივად, მათ სრულად ხელში აქვთ ჩაგდებული ყველა ის წყარო, რომელი წყაროდანაც რამე  ფულის შოვნა შეიძლება. მათთვის ხომ არ აქვს მნიშვნელობა ამას რუსეთთან ურთიერთობისთვის გამოიყენებენ, რუსეთში გატანისთვის გამოიყენებე, მთავარია, რომ გამდიდრდნენ ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ამისთვის არიან მოსული ხელისუფლებაში, - ამბობს ბოტკოველი. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქონება, რომელიც წლების განმავლობაში  სხვების სახელზე ჰქონდა გადამალული ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წლის 7 თებერვალს გადმოიფორმა. ახლა ირაკლი ღარიბაშვილის მამა ღვინის ბიზნეს ინდუსტრიის ოფიციალური მფლობელი გახდა.

 13300 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე აშენებულ ქარხანაში, თანამედროვე დანადგარები და საწარმოო ხაზია დამონტაჟებული. აეროგადაღების კამერაში ჩანს, უჟანგავი ფოლადის ღვინის 4 რეზერვუარი ამ ბიზნესის 50% წილი ტარიელ ღარიბაშვილმა 200 000 ლარად იყიდა. ანუ პრემიერის მამა დიდი ბიზნესის მფლობელი, ერთ მანქანის ფასად გახდა. 

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია ქართული ფესვები, რომელიც ახლა ღარიბაშვილის მამის სახელზე უკვე ოფიციალურად გაფორმდა, ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა.