"უცნობის" აქცია იწყება - ქალაქის ცენტრში "ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან
რესპუბლიკის მოედანი გადაკეტილია. ქალაქის ცენტრში უცნობის აქცია იწყება. ადგილზე გიგანტური სცენა და ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული.
შეკრებილები "ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას და მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას ითხოვენ. ხელისუფლებასთან დაახლოებული მომღერლის აქციაზე მისულები აპროტესტებენ ირაკლი ღარიბაშვილის დაბალ რეიიტინგსაც. ადგილზე ისმის ანტიამერიკული მოწოდებები.
აქციაზე ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის არიან საჯარო სამსახურებში დასაქმებულები.
ისე გული მწყდება, რატომ არ არის ბევრი ხალხი? მხარი დავუჭიროთ ამ მთავრობას, იმიტომ, რომ ძალიან პატიოსანი ხალხია, ისევ ამათი იმედი გვაქვს. შვილები საჯარო სამსახური იურიდიული პირები არიან, - ამბობს აქციაზე მისული მოქალაქე.
ადგილზე მისულია ისეთი ხალხიც, რომლებმაც არ იციან რა აქციაზე იმყოფებიან.
სადაც ყველა, იქ ჩვენ... გვიყვარს ხალხმრავლობა. ყვარლიდან ჩამოვედი, - ამბობს მოქალაქე.