გული მწყდება, რატომ არ არის ბევრი ხალხი? - აქციის მონაწილე

30.04.23 17:25
გული მწყდება, რატომ არ არის ბევრი ხალხი? - აქციის მონაწილე

"უცნობის" აქციაზე მისული მოქალაქე ხალხის სიმცირის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. ქალი პირდაპირ ამბობს, რომ მისი შვილები საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულები და მოქმედი ხელისუფლებაც ამიტომ მოსწონს. 

ისე გული მწყდება, რატომ არ არის ბევრი ხალხი? მხარი დავუჭიროთ ამ მთავრობას, იმიტომ, რომ ძალიან პატიოსანი ხალხია, ისევ ამათი იმედი გვაქვს. შვილები საჯარო სამსახურში იურიდიული პირები არიან, - ამბობს აქციაზე მისული მოქალაქე. 

დედაქალაქის ცენტრში ამ წუთებში "უცნობის" აქცია იწყება. ადგილზე "ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან.