"კორუფციულ ნიშნებს შეიცავს" - დაუშვილი პრემიერის მამის ბიზნესზე
"ნოდარ მელაძის შებათში" გასული ხმაურინი რეპორტაჟით ოპოზიცია შეშფოთებულია. პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან შესაძლო კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში რაიმე დოვლათი იქმნება, ყველაფერი სწორედ მაღალჩინოსნების ჯიბეში მიდის.
ის ეკონომიკა, ის დოვლათი, რაც ქვეყანაში იქმნება, მიდის კონკრეტული ჯგუფების ჯიბეში და არა მოსახლეობასთან. მოსახლეობასთან ვერ ნაწილდება და ამის მთავარი მიზეზია კორუფცია და ნეპოტიზმი. გუშინ ჩვენ რაც მოვისმინეთ და რაც ვნახეთ თქვენს რეპორტაჟში სწორედ, როგორც მინიმუმ, სერიოზულ ნიშნებს შეიცავდა კორუფციული გარიგებების, - ამბობს დაუშვილი.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქონება, რომელიც წლების განმავლობაში სხვების სახელზე ჰქონდა გადამალული ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წლის 7 თებერვალს გადმოიფორმა. ახლა ირაკლი ღარიბაშვილის მამა ღვინის ბიზნეს ინდუსტრიის ოფიციალური მფლობელი გახდა.
13300 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე აშენებულ ქარხანაში, თანამედროვე დანადგარები და საწარმოო ხაზია დამონტაჟებული. აეროგადაღების კამერაში ჩანს, უჟანგავი ფოლადის ღვინის 4 რეზერვუარი ამ ბიზნესის 50% წილი ტარიელ ღარიბაშვილმა 200 000 ლარად იყიდა. ანუ პრემიერის მამა დიდი ბიზნესის მფლობელი, ერთ მანქანის ფასად გახდა.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია ქართული ფესვები, რომელიც ახლა ღარიბაშვილის მამის სახელზე უკვე ოფიციალურად გაფორმდა, ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა.