"საპარლამენტო დონეზე განხილვებს საჭიროებს" - ფარულავა ჯიმ ობრაიენის ბრალდებებზე
აშშ-ს სანქციების კოორდინატორის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ხედავს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ლაშა ფარულავამ ისაუბრა.
ოპოზიციის წევრის თქმით, თუკი საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო დერეფანს რუსეთისთვის შავ ხვრელად გამოიყენებს, ამას პერსონალური სანქციები მოჰყვება.
ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი არის ერთგვარი შავი ხვრელი, საიდანაც ხელშეწყობილია პარალელური იმპორტი რუსეთში და ცხაია, ამას სჭირდება, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე განხილვები, ამას სჭირდება საპარლამენტო დონეზე, მათ შორის, გამოძიება, ეს არის მსუსხავი ეფექტი მქონე რეგულაცია და თუ არ რეგულაციებს ჩვენი საქართველოს მთავრობა დაარღვევს და ხელს შეუწყობს, რომ ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი იყოს შავი ხვრელი, ცხადია, ამას მოჰყვება პეროსნალური სანქციები და ამ პერსონალურ სანქციებშ მოხვდებიან ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრები, - ამბობს ფარულავა.
კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. სიაშია საქართველოც. ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" აშშ-ს სანქციების კოორდინატორმა ისაუბრა.
ჯიმ ობრაიენი ქვეყნებს მოუწოდებს, ამ სახის ვაჭრობა თავიდან აიცილონ, რადგან ის რულეტის თამაშს ჰგავს.