ნივთების ნაწილი, რომელსაც საქართველო რუსეთს აწვდის, ბრძოლის ველამდე მიდის - აშშ-ს ბრალდებები "ოცნებას"
"ქართული ოცნების" ხელისუფლება და ქართველი ბიზნესმენები რუსული რულეტის თამაშში ამხილეს. შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთს იმ ელექტრონიკას აწვდის, რომელსაც სანქციების გამო დასავლეთისგან ვერ ყიდულობს. დიდი ალბათობით, ეს ჩიპებია, რომელიც ოკუპანტ სახელმწიფოსს სამხედრო მიზნებისთვის დრონებისთვის უკრაინაში განსაკუთრებულად სჭირდება.
ხმაურიანი ინტერვიუ "ამერიკის ხმას" ჯიმ ობრაიენმა მისცა. სანქციების კოორდინატორმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც აგრესოორ რუსეთს დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარება.
საპასუხოდ თბილისი ვაშინგტონს ბრალდებების დასაბუთებას და მტკიცებულებებს სთხოვს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.