თავისუფლება ლაზარეს! - სასამართლოსთან გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
"თავისუფლება ლაზარეს" - დღეს 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. შვილების თაობის მხარდამჭერი აქცია 16:00 საათზე დაიწყება, აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "სირცხვილიაა".
აქცია ერთადერთი მოთხოვნით გაიმართება: შეწყდეს შვილების თაობის დევნა და გაათავისუფლონ ბიჭი, რომელიც ქუჩაში ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაყვანას აპროტესტებდა.
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს, მაგრამ აქვს ხალხის იმედი.
მოლოდინი მაქვს იმის, რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ლაზარე. აი, ადვოკატები რას იზამენ, მაგათი იმედი მაქვს... ბოლომდე იბრძოლებენ და ხალხის იმედიც მაქვს... ლაზარეს სჯიან სამაგალითოდ იმისთვის, რომ მომავალში ახალგაზრდობის ეს მუხტი რამენაირად ჩაახშონ და შეაშინონ ახალგაზრდობა, - ამბობს ლაზარეს ბაბუა.