საჯარო მოხელეები ანტიდასავლურ აქციაზე - ხალხის ორგანიზება გამგეობებს "ქართულმა ოცნებამ" დაავალა
საჯარო მოხელეების თავყრილობა რუსთაველზე - თბილისის მერიის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ გამგეობაში დასაქმებულები გუშინ რესპუბლიკის მოედანზე ანტიდასავლურ აქციაზე იდგნენ.
"პირველების" ინფორმაციით, ხალხის ორგანიზება გამგეობებს პარტიამ დაავალა, სია კი დიმიტრი სამხარაძემ და რიმა ბერაძემ შეადგინეს. საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის ვისი გვარიც სიაში მოხვდა, გია გაჩეჩილაძის აქციაზე მისვლა სავალდებულო იყო.
მოქალაქეების ნაწილს, ვინც რესპუბლიკის მოედანზე მივიდა, ფულიც დაურიგეს და ეს "პირველების" კამერამ გადაიღო.
ჩუღურეთის რაიონულ გამგეობაში "ტვ პირველის" ჟურნალისტს განსაკუთრებული აგრესიით დახვდნენ.