სანქცირებულმა მოსამართლეებმა ლაზარე არ უნდა გაასამართლონ - ლაზარეს მამა

01.05.23 11:12
სანქცირებულმა მოსამართლეებმა ლაზარე არ უნდა გაასამართლონ - ლაზარეს მამა

ლაზარე გრიგორიადისის მამა აცხადებს, რომ სანქცირებულმა მოსამართლეებმა მისი შვილი არ უნდა გაასამართლონ. ბექა გრიგორიადისის განმარტებით, დღევანდელი მართლმსაჯულება 21 წლის ახალგაზრდის მიმართ სამართლიანი არ იქნება, რადგან ის გადაწყვეტილებას მთავრობის კარნახით მიიღებს. 

მე არ ვიძახი, რომ ძალადობას ვამართლებ და ლაზარემ იძალადა და უნდა გარეთ გამოუშვათ. არა. ხალხო! ლაზარეს უნდა დაუმტკიცონ, რომ იძალადა და ამისთვის ჩენ გვჭირდება ნორმალური სასამართლო. დღესდღეობით სანქციურებული მოსამართლეების სასამართლოში ვერ გასამართლდება ლაზარე, იმიტომ, რომ იქ გაასამართლებენ ისე, როგორც ზევიდან უკარნახებს მთავრობა. ეს არის ფაქტი. აუცილებელია დღეიდან დავუდგეთ ლაზარეს გვერდით, მოვიდეთ ბევრნი, გავაგონოთ ჩვენი ხმა მოსამართლეებ, რადგან არ გააკეთონ ის ბინძრი საქმეები, რასაც ზევიდან კარნახობს მთავრობა, - ამბობს ლაზარეს მამა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მომიტინგის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 17:00 საათზე გაიმართება. ადვოკატები ახალი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავენ.  

მსგავსი სიახლეები