რატომ გაუჩინარდა გვენეტაძე თანამდებობიდან - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს
ოპოზიცია მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ამ კვირაში ისევ დააყენებს. "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებს ახლა უკვე ისიც აინტერესებთ, რატომ გაუჩინარდა თანამდებობიდან ქვეყნის მთავარი სასამართლოს მთავარი ხელმძღვანელი.
საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ოპოზიცია მოითხოვს, პარლამენტში გამოკითხვაზე ნინო გვენეტაძე და თიკა ბეჟაშვილი მივიდნენ. სწორედ ბეჟაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც სუსმა გვენეტაძის წინააღმდეგ გამოიყენა და აიძულა თანამდებობა დაეტოვებინა.
ოპოზიცია ხვალ სესიაზე სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, რადგან უცნობია, რა დროს გაიტანს ხელისუფლება კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.
საგამოძიებო კომისია კლანთან მიმართებაში, რომელმაც უნდა გამოიძოს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები ხელისუფლების ხელთ არსებული, როგორ აკონტროლებს სასამართლოს და როგორია კორუფციის და ნეპოტიზმის ქსელი სასამართლოშ, არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ოპოზიციას კვლავ ექნება მობილიზაცია იმისთვის, რომ სასამართლო კლანის საგამოძიებო კომისია შეიქმნას, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
იმ შემთხვევაში თუ "ოცნება" ქვორუმს ისევ ჩააგდებს, ოპოზიცია მზადაა, პარლამენტში ყოველდღიურ რეჟიმში გამოცხადდეს.