მამაცაშვილის მეგობარი პარლამენტში? - ვის დააყენებს "ოცნება" კანდიდატად
მოხვდება თუ არა პარლამენტში უჩა მამაცაშვილის ბიზნესს პარტნიორი - ვახტანგ კარიჭაშვილი, რომელიც მედიის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესს პარტნიორია, გორის და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატად განიხილება.
რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე კარიჭაშვილი მამაცაშვილთან ერთად ფლობს კომპანიას - "მელიქიშვილი ინ". მეტიც, მისი სხვა ბიზნეს-პარტნიორები "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველები არიან.
კარიჭაშვილი ასევე ფლობს კომპანიას "გრუზინ პრომ"-ს, რომწლიც ამ უკანასკნელმა 2015 წელს შეისყიდა. კომპანიის ოფისები კახეთსა და რუსეთის დედაქალაქში მდებარეობს. კარიჭაშვილს სპირტის ბიზნესი აქვს.
შეგახსენებთ, რომ გორის და კასპის მაჟორიტრარი, გიორგი ხოჯევანიშვილი ქართული ოცნებიდან ჯერ გახარიას პარტიაში წავიდა, პარტიიდან კი ბიზნესში, ამიტომ ახლა აქტიურად განიხილება მის შემცვლელად ხელახალ არჩევნებზე კარიჭაშვილის კანდიდატურის წამოაყენა.