სტატუსს თუ არ მოგვცემენ, არც ეგ იქნება პრობლემა - კალაძე

01.05.23 12:45
სტატუსს თუ არ მოგვცემენ, არც ეგ იქნება პრობლემა - კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, თუმცა თუ ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს, პრობლემა არც ეს იქნება.

რაც შეეხება 12 პუნქტიან გეგმას, ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა, - თქვა კალაძემ