კალაძე "უცნობის" აქციაზე მისულებს მადლობას უხდის

01.05.23 12:49
 კალაძე "უცნობის" აქციაზე მისულებს მადლობას უხდის

"უცნობის" აქციაზე საჯარო მოხელეების ყოფნაში თბილისის მერი პრობლემას ვერ ხედავს, კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია დაესწროს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს.

"ოცნების" ლიდერის თქმით, „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მშვიდობას.

თქვენ არ გინახავთ, მერიის თანამშრომელი, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროშით ხელში? გუშინდელ აქციაზე ადამიანები ითხოვდნენ მშვიდობას. ის, რომ ჩვენ დღეს სტაბილურად ვცხოვრობთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სამშობლო და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.