ვიმედოვნებთ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვებს სრულად შეუერთდება - ჰერჩინსკი
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებისკენ შტატების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას უკვე ევროკავშირი მიმართავს. ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო შეზღუდვებს მხოლოდ ნაწილობრივ ემორჩილება. დიპლომატი იმედოვნებს, რომ საქართელოს ხელისუფლება შეზღუდვებს სრულად შეუერთდება და საქართველო არ იქნება ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთი სანქციების გვერდის არიდებისთვის გამოიყენებს.
ევროკავშირის სახელით რუსეთს დავუწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სანქციები. ჩვენი მიზანია, რომ შევცვალოთ რუსეთის ქმედება და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად. ერთ-ერთი ელემენტი რუსეთის წინააღმდეგ არის სანქციები. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტი დაეწესებინა და ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ვიცი, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამ პროცესის აღსრულებაში სხვადასხვაგვარად არის ჩართული, როგორც საქართველო, რომელიც ნაწილობრივ შეუერთდა საქნციებს და არა ყველა. ჩვენ საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიას და ქართულ კომპანიებს არ გამოიყენბენ, რომ თავი აარიდონ ჩვენს სანქციებს. ამ ეტაპისთვის ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის არიდებაში, - ამბოლბს ჰერჩინსკი.
განგაში თბილისში ჯიმ ობრაიენის "ამერიკის ხმისთვის" მიცემულმა ინტერვიუმ გამოიწვია. სანქციების კოორდინატორმა დაადასტურა, რომ საქართველოდან ოკუპანტ სახელმწიფოში ელექტრონიკა შედის. ეს, სავარაუდოდ, მიკროჩიპებია, რასაც პუტინი უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.