ნუ შეეცდებით გაჟღერებული მოსაზრების დემონიზებას - სარჯველაძე "უცნობის" აქციაზე

01.05.23 13:18
ნუ შეეცდებით გაჟღერებული მოსაზრების დემონიზებას - სარჯველაძე "უცნობის" აქციაზე

ნუ შეეცდებით, აქციაზე გაჟღერებული მოსაზრების დემონიზებას - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც  მიხეილ სარჯველაძე "უცნობის" აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს გამოეხმაურა. 

ანტიდასავლურ აქციაზე  “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიცემა და საქართველოში "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვა მოითხოვეს. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გუშინ მთავარი მოთხოვნა "მშვიდობა" იყო: 

"ოპოზიციის ეს ტაქტიკური ხერხი, რომ ყველაფერთან მიმართებაში რაც მათთვის ხელსაყრელია ან არახელსაყრელია, ამის მიხედვით მექანიკურად საკითხების დახარისხება  დასავლურ და ანტიდასავლურ საკითხებად ეს რასაკვირველია, რომ სწორი არ გახლავთ.

საქართველოსთვის, რომ ომი კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია, ესეც ყველას კარგად გვესმის ეს ამბავი და ყველა კარგად ვაცნობიერებთ, ამიტომ მაინცდამაინც ნუ შეეცდებით, რომ დემონიზება მოახდინოთ თითოეული იმ მოსაზრებისა, რომელიც თუნდაც აქციაზე იყო გაცხადებული" - მიხეილ სარჯველაძე.