იქნებ თქვენ მიგიძღვით დანაშაული? - კალაძე სანქცირებულ მოსამართლეებს იცავს და "ტვ პირველს" თავს ესხმის

01.05.23 13:52
იქნებ თქვენ მიგიძღვით დანაშაული? - კალაძე სანქცირებულ მოსამართლეებს იცავს და "ტვ პირველს" თავს ესხმის

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ვერ ხედავს. კახა კალაძისთვის გაუგებარია, რა დააშავეს დასანქცირებულმა მოსამართლეებმა.

დედაქალაქის მერი აშშ-გან მტკიცებულებებს ითხოვს. 

აზრს ვერ ვხედავ ამ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვეუბნებიან ერთ რამეს, რომ სანქცირებულია ესა და ეს მოსამართლე, მაგრამ მეორე მხრივ, არ გვეუბნებიან, რა აქვთ ამ ადამიანებს დანაშაული. ამას უნდა ჰქონდეს დასაბუთება. მითუმეტეს, ამერიკაზეა საუბარი, ვიღაც ორღობის სახელმწიფო ხომ არ არის? იქნებ თქვენ მიგიძღვით დანაშაული, უნდა დავიწყო გამოძიება? სახელმწიფოპ დეპარტამენტი როცა ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანი არის დამნაშავე, უნდა წაროადგინოს ფაქტი, რტაშია დამნშავე?, - ამბობს კალაძე.