"ოპოზიცია ვერც კი ბედავს, ელჩს არგუმენტები მოსთხოვოს" - პაპუაშვილი სანქცირებულ მოსამართლეებზე
პარლამენტის თავმჯდომარეს აინტერესებს, რატომ არ სთხოვს ოპოზიცია აშშ-ს ელჩს მსოამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპონენტები ამას ვერც კი გაბედავენ.
მოგისმენიათ თუ არა რომელიმე ოპოზიცონერის მხრიდან, თუ არსებობდა ერთი კითხვა მაინც აშშ-ს ელჩის მიმართ, საჯარო ან არასაჯარო, შეხვდნენ თუ არა, სადაც მას სთხოვეს, რომ როდესაც მათი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დაწესდა, სთხოვეს თუ არა ელჩს, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები? ვერც კი ბედავენ, - ამბობს პაპუაშვილი.