"ყველა კონსტიტუციური ხერხით დავუპირისპირდებით" - სარჯველაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

01.05.23 14:12
"ყველა კონსტიტუციური ხერხით დავუპირისპირდებით" - სარჯველაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, მანკიერ განზრახვას უწოდებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ მოსამართლის გამოკითხვის შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს და ამას ხელისუფლება ყველა კონსტიტუციური ხერხით დაუპირისპირდება. 

იმდენად დიდი, მანკიერი განზრახვაა, ჩემი აზრით, იმის განხორციელება, რასაც ჰქვია საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც საგამოძიებო კომისიის მეშვეობით შეისწავლის სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს, რომ რასაკვირველია, ყველა კონსტიტუციური ხერხით ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ასეთ დროს საგანგებოდ მნიშევნელოვანია, არავის ჰქონდეს შესაძლებლობა, მოსამართლე დაიბაროს და მას ანგარიში მოსთხოვოს, - ამბობს სარჯველაძე.