მინიმუმ თავმოყვარეობა უნდა გქონდეს, რომ მტკიცებულებები მოითხოვო - მაჭარაშვილი კომისიის შექმნაზე
"ხალხის ძალას" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი უთავმოყვარეოს უწოდებს ოპოზიციას, რომელიც მოსამართლებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექნას ითხოვს. დეპუტატის თქმით, ოპონენტებმა მინიმუმ მტკიცებულებბი უნდა მოითხოვონ.
ვისაც არ აქვს თავმოყვარეობა, რომ საკუთარ სუვერენულ ქვეყანაში სხვა ქვეყანა გისანქცირებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოსამართლეებს, როგორი მიუღებლობაც არ უნდა იყოს ინდივიდუალურად მოსამართლეების, მინიმუმ თავმოყვარეობა უნდა გქონდეს და იკითხო მაინც, რომ მტკიცებულებები წარმოადგინეთ, - ამბობს მაჭარაშვილი.