ვიმედოვნებ, პრემიერის გავლენები საქმის თაროზე შემოდის მიზეზი არ გახდება - მაკა ანდრონიკაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

01.05.23 15:11
ვიმედოვნებ, პრემიერის გავლენები საქმის თაროზე შემოდის მიზეზი არ გახდება - მაკა ანდრონიკაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში "ტვ პირველის" ჟურნალისტის გამოკითხვა იწყება. მაკა ანდრონიკაშვილი ჩვენებას ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესპარტნიორების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე  მისცემს. საქმე ეხება დედოფლისწყაროში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პრემიერის მამის ახლო გარემოცვა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

მაკა ანდრონიკაშილი იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილების გვარი და პრემიერის გავლენები არ გახდება იმის მიზეზი, რომ საგამოძიებო უწყებამ საქმე თაროზე შემოდოს.

მთავარი მიზეზი ჩვენზე თავდასხმის იყო ის, რომ ჩვენ ვიყავით ჟურნალისტები და კითხვები გვქონდა პრემიერ-მინისტრის მამის, ტარიელი ღარიბაშილის ღვინის ბიზნესთან დაკავშირებით. კაციტაძის უწყებას ჰქონდა შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში იქ განხორციელებული ძალადობის შესახებ ვიდეომასალა, რომელიც უკვე რამდენიმე დღის წინ გავიდა ეთერში. ისინი მყისიერად დამიკავშირდნენ, გამოკითხვაზე დამიბარეს, თუმცა მიუხედევად იმისა, რომ რამდენიმე დღეა გავიდა, ამ დრომდე განცხადება მე არ მინახავს კოკა კაციტაძის უწყების მხრიდან. მე მათ მივაწვდი სრულ ინფრომაციას გახორციელებულ ძალადობაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ასევე ჟურნალისტურ საქმინობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ამოვიცანი და მარტივი ამოსაცნობია კადრებიდან მოძალადე ორი ადამიანი, ეს არის ტარიელ ღარიბაშილის ბიზნესპარტნიორის მამა ნუგზარ ალუღიშვილი და ასევე მისი თანამშრომელი ზაქარია ბოსტოღანაშვილი. მე იმედს ვიტოვებ, რომ ღრაიბაშილების გვარიდა პრემიერ-მინისტრის გავლენები არ გახდება მიზეზები იმის, რომ სპეციალურმა გსამოძებო სამსახურმა, უბრალოდ, თაროზე შემოდოს ეს საქმე, - თქვა ანდრონიკაშილმა. 

შეგახსენებთ, რომ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საბაბი  ღარიბაშვილის  გარემოცვისთვის ის დოკუმენტები გახდა, რომელიც "ტვ პირველის"  ჟურნალისტებმა მოიპოვეს.