დადგენილია კიდევ ერთი საჯარო სამსახური, საიდანაც თანამშრომლები "უცნობის" აქციაზე წამოიყვანეს
დადგენილია კიდევ ერთი საჯარო სამსახური საიდანაც თანამშრომლები თბილისში "უცნობის" აქციაზე წამოიყვანეს - ეს მარნეულის "სოფლის წყალია". "პირველებს" უყვებიან, რომ ანტიდასავლურ დემონსტრაციაზე ამ სამსახურის ხელმძღვანელი, აკიფ ალიევი და რიგითი თანამშრომლები იყვნენ.
ადგილობრივი ოპოზიციის ცნობით, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს დაემუქრნენ, თუ უარს იტყოდნენ ხელისუფლების მხარდასაჭერ აქციაზე წასვლაზე უმუშევარი დარჩებოდნენ.
"ჩვენი ბიუჯეტიდან ხელფასის მიმღები ადამიანი ყველა იყო უცნობის აქციაზე. კონკრეტულად თქვენი მეშვეობით, ჩვენ ვნახეთ დაფიქსირებული კამერებში ადამიანები, ესენი არიან "სოფწყალის" უფროსი, მათი "სოფწყალის" თანამშრომლები, საკრებულოს წევრი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ესენი, რომლებიც უკვე ჩანდნენ და რამდენია, რომელიც არ ჩანს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ აქედან, მარნეულიდან კონკრეტულად ხელმძღვანელობა, თავისი სამსახურების ხელმძღვანელები, თავის თანამშრომლებს სიის მეშვეობით აგზავნიდნენ გუშინდელ აქციაზე. ვინც არ მოდიოდა აქციაზე, ვისაც არ ჰქონდა სურვილი მათ ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კონკრეტულად თუ არ გინდათ მუშაობა მაშინ გვითხარით, რომ არ გინდათ მუშაობა" - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ახმედ იმამკულიევი.