ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით განმსჭვალული აქცია - პაპუაშვილი ანტიდასავლურ შეკრებაზე

01.05.23 15:40
ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით განმსჭვალული აქცია - პაპუაშვილი ანტიდასავლურ შეკრებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე "უცნობის" აქციას აფასებს და ამბობს, რომ "ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით განმსჭვალული აქცია". 

მან ოპოზიციას მოუწოდა, "ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და საკუთარ ლექსიკონში დააბრუნონ ეროვნული ინტერესი": 
 

მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით განმსჭვალული აქცია. მე ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და საკუთარ ლექსიკონში დააბრუნონ ეროვნული ინტერესი, როგორც გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპი. აი, ეს ეროვნული ინტერესი რომ ამოგდებული აქვთ საკუთარი ლექსიკონიდან და საქართველოს ხსენება სადაც იქნება, ყველაფერთან პრორუსულობა და ანტიდასავლურობა რომ ელანდებათ, ეს არის პრობლემა. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 30 აპრილს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "უცნობის" მიერ ორგანიზებული სახელისუფლებო აქცია გაიმართა.