"ქართულმა ოცნებამ" საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში საერთოდ არ ჩასვა

01.05.23 16:13
"ქართულმა ოცნებამ" საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში საერთოდ არ ჩასვა

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით,  სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში საერთოდ არ იქნება. დღის წესრიგის პრფოექტში, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინა, კენჭსაყრელი საკითხების სიაში  კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი არ წერია.

ამ საქმემ დააბრკოლა კენჭისყრები, როგორც იცით, პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო და შემდეგ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შემოთავაზებულ დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული.

პარლამენტის ბიურო, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, როდესაც ამ პროექტს გავივლით და ასეთი სახით შეგვიძლია შევთავაზოთ პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად და ეს არის ის, რასაც ეს მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ თუ საკითხის დღის წესრიგში შეტანა სურთ, შესაბამისი მოთხოვნა ბიუროსა და პარლამენტის სხდომაზე დააყენონ და მასზე პარლამენტი იმსჯელებს.

 ოპოზიცია, რომელიც ახლა ბიუროს სხდომას ესწრება, პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ძალაუფლების უზურპაცია და "ქართული ოცნება" უბრალოდ დღის წესრიგს შლის.

მათი თქმით, მმართველმა პარტიამ  რეგლამენტი კვლავ ისე გამოიყენა, როგორც თავად სურდა და ოპოზიცია ფაქტის წინაშე დააყენა. 

 

მსგავსი სიახლეები