"ხელისუფლების მხრიდან, კომისიის ჩაგდების მორიგი მცდელობა, კანდიდატის სტატუსის ჩაგდების მცდელობაა" - ანა ნაცვლიშვილი

01.05.23 16:33
"ხელისუფლების მხრიდან, კომისიის ჩაგდების მორიგი მცდელობა, კანდიდატის სტატუსის ჩაგდების მცდელობაა" - ანა ნაცვლიშვილი

"კომისიაზე უარის თქმა და კომისიის ჩაგდების მორიგი მცდელობა, ეს არის კანდიდატის სტატუსის ჩაგდების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან." ამის შესახებ ლელოს ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" იმ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში საერთოდ არ გავა. 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, გამოჩნდა, რომ სასამართლო კლანი ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად არ არსებობს.

"კომისიაზე უარის თქმა და კომისიის ჩაგდების მორიგი მცდელობა, ეს არის კანდიდატის სტატუსის ჩაგდების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ცხადია, რომ ვიქნებით კვლავ მობილიზებული, მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ რაც გასულმა სასესიო კვირამ აჩვენა არის ის, რომ ფაქტიურად ჯერ კიდევ არ შექმნილა კომისია. სამ დღეში ძალიან ნათლად, მკაფიოდ, არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ უკვე სამართლებრივადაც შექმნა სამხილი, რომ სასამართლო კლანი არ არსებობს ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.