ვინ და რის სანაცვლოდ მიიყვანეს "უცნობის" აქციაზე - "ოცნებამ" ადმინისტრაციული რესურსი მოაბილიზა

01.05.23 20:16
ვინ და რის სანაცვლოდ მიიყვანეს "უცნობის" აქციაზე - "ოცნებამ" ადმინისტრაციული რესურსი მოაბილიზა

ვინ იდგა უცნობის აქციაზე? - "რესპუბლიკის მოედანზე ქართული ოცნების" ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზაცია იყო. გაშიფრულია გამგეობის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, საქალაქო სამსახურების და მერიიის თანამშრომლები, ყველა ის საჯარო მოხელე, რომელიც აქციაზე ძალით მიიყვანეს.

თვითმართველობების  წარმომადგენლები დღეს "პირველების" კითხვებს ან აგრესიით პასუხობდნენ ან გაურბოდნენ. რესპუბლიკის მოედნის შევსებისთვის პასუხიმგებელი "ქართული ოცნებიდან" დიმიტრი სამხარაძე იყო. 

პარტიამ "უცნობს" ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოუყვანა. ამის დამადასტურებელია მიკროავტობუსების ის ჯარი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა. წინასწარ შედგენილი სიებით სათითაოდ დათვლილ საჯარო მოხელეებს  უფლება არ ჰქონდათ, აქციის დასრულებამდე მოედანი დაეტოვებინათ. სიებს პარტიის კოორდინატორები მკაცრად აკონტროლებდნენ და ფულსაც რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხისთვის ადგილზე არიგებდნენ.

4 საათიანი შეკრება ისე დაიშალა, რომ აქციის მონაწილეების უმეტესობამ ვერ გაიგო, რისთვის გამოატარეს ასეულობით კილომეტრი.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილი რეპორტაჟში.