მოსამართლეების შემდეგ, სანქციებს ვერ აცდება ვერც ივანიშვილი და ვერც მისი მაფიოზი მაღალჩინოსნები - ნადირაძე

02.05.23 11:20
მოსამართლეების შემდეგ, სანქციებს ვერ აცდება ვერც ივანიშვილი და ვერც მისი მაფიოზი მაღალჩინოსნები - ნადირაძე

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ "ოცნების" ლიდერებს საერთაშორისო სანქციების ძალიან ეშინიათ.

ოპოზიციონერის თქმით, მოსამართლეების შემდეგ სანქციებს ვერც ივანიშვილი და ვერც მისი მაღალჩინოსნები ვერ აცდებიან. 

რაც არ უნდა დაყენებული სახეებით გვესაუბრებოდნენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, რომ თითქოს სანქციების არ ეშინიათ, სინამდვილეში, თუ რაიმესი ეშინიათ ამ ადამიანებს, ეს არის დასავლეთის სანქციები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლეების შემდეგ სანქციებს ვერ აცდება ვერც ბიძნა ივანიშვილი და ვერც მისი მაფიოზი მაღალჩინოსნები". - ამბობს ნადირაძე.

„ქართული ოცნება„ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას აღარ ელოდება. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ივანიშვილი უკვე სანქცირებულია. მის წინააღმდეგ კი სანქციების ყველაზე მკაცრი ზომაა გამოყენებული და ამაზე უფორ მეტი უბრალოდ აღარ არსებობს. ამ განცხადების ავტორი მამუკა მდინარაძეა, რომელიც ივანიშივლისთვის შვეიცარულ ბანკში 2 მილიონის გაყინვას ოლიგარქის სანქცირებად აფასებს.