ფარული კენჭისყრით არჩეულ დირექტორს წულუკიანი თანამდებობაზე არ ამტკიცებს - რა ხდება ჩუბინაშვილის ცენტრში

02.05.23 11:50
ფარული კენჭისყრით არჩეულ დირექტორს წულუკიანი თანამდებობაზე არ ამტკიცებს - რა ხდება ჩუბინაშვილის ცენტრში

ფარული კენჭისყრით არჩეულ დირექტორს ჩუბინაშვილის ცენტრში, წულუკიანი თანამდებობაზე არ ამტკიცებს. სამეცნიერო საბჭომ ამ პოსტზე თამარ ბელაშვილის კანიდატურა მეორედ ფარული კენჭისყრით აირჩია, კულტურის მინისტრისთვის ის მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევისა ფაქტზე წულუკიანს ცენტრის თანამშრომლები უჩივიან. დღეს ამ საქმეზე კიდევ ერთი სხდომაა ჩანიშნული.

გარდა ამისა, თანამშრომლები სამართლებრივ დავას აწარმოებენ იმ მიმართულებითაც, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა ადამიანი, რომელიც თეა წულუკიანს უბრალოდ არ მოსწონდა. 

სრულიად დაუსაბუთებელი იყო ეს უარი. უფრო მეტიც იყო, რომ კანდიდატურა წინასწარ ჩვენ შეგვითანხმეთო, რაც სრულიად დაუშვებელია, რადგან ფარული კენჭისყრით მიდის ეს არჩევნები. 26 კაცია საბჭოში, 26 კაცი ირჩევს დირექტორს. წინასწარ რაიმეს შეთანხმება ყველანაირი ნორმის დარღვევაა. მეორედაც უარი იყო ასევე დაუსაბუთებლად. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც ეს საქმე, რომ არის უხეში მცდელობა საბჭოს გადაწყვეტილებაში ჩარევის. რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული მიუღებლობა კონკრეტული პერსონის მიმართ. ამ შემთხვევაში ჩემს მიმართ". - ამბობს თამარ ბელაშვილი.

თეა წულუკიანის შურისძიება - კულტურის მინიტრმა ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებს გელათზე კრიტიკული დასკვნის მომზადება ვერ აპატია. უკვე რამდენიმე თვეა ცენტრი დირექტორის გარეშეა დარჩენილი.