"ოცნება სანქცირებული მოსამართლეების სისტემის შემქმნელი, თანამონაწილე, თანამზრახველი და ხელის დამფარებელია"- ნაცვლიშვილი
"ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა აქტს იმის შესახებ, რომ ის სანქცირებული მოსამართლეების სისტემის შემქმნელი, თანამონაწილე, თანამზრახველი და ხელის დამფარებელი - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი "ოცნების" იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ საგამოძიებო კომისიის საკითხი დღის წესრიგიდან ჩახსნა.
ოპოზიციონერის შეფასებით, სამართლებრივი შედეგი მიღწეულია:
მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო კომისია არ შექმნილა, სამართლებრივი შედეგი მიღწეულია, სამ დღეში, სრულიად ცალსახად, გასაგებად არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა აქტს იმის შესახებ, რომ ის სანქცირებული მოსამართლეების სისტემის შემქმნელი, თანამონაწილე, თანამზრახველი და ხელის დამფარებელი.