ივანიშვილს პირად ანგარიშზე წვდომა შეზღუდული აქვს, "ბეზპრიდელია", მეტი არაფერი - ზარქუა
"ოცნების" წევრები ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ, რომ ივანიშვილი უკვე სანქცირებულია.
მამუკა მდინარაძის შემდეგ, ივანიშვილისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე ირაკლი ზარქუა აღშფოთდა.
„იცით, რომ ადამიანს პირად ანგარიშზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამას მოჰყვა საერთაშორისო დიდი მასშტაბის ბანკიც, საბაზრო ეკონომიკა არ გაპატიებს ასეთ მიდგომას და ბანკი გაკოტრების ზღვარზეა. ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს. ასეთი რამ გაგონილა?! ბუნებრივია, არაპირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი სანქცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო სასამართლო მოიგო, საერთაშორისო არბიტრაჟები, "ბეზპრიდელია", მეტი არაფერი",- აღნიშნავს ზარქუა.