ივანიშვილს ფინანსური სანქციებით ვერ დააშანტაჟებენ, მის ფენომენს არ იცნობენ - კალაძე
ივანიშვილს ფინანსური სანქციებით ვერ დააშანტაჟებენ - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებამ.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის დაშანტაჟება "შედეგს ვერ მოიტანს":
რა სურვილიც აქვთ მათ, რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს, რატომაც აკეთებენ ამას, შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რათა მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, არასწორი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის, ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა- თქვა მან.