"დასანქცირდეს რუსი კალაძე"- აქცია მერიასთან
"ნაციონალური მოძრაობა" კახი კალაძის დასანქცირებას ითხოვს -ამ მოთხოვნით აქცია თბილისის მერიასთან მიმდინარეობს. შეკრებილები კალაძის ანტიდასავლური განცხადებებს აპროტესტებენ დაამბობენ, რომ მერის ბოლოდროინდელი განცხადებები თითქოს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს მოღალატეობრივია და ის ქვეყნის დასავლურ კურსს აზიანებს. სწორედ ამიტომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ახალ კამპანიას იწყებს და თბილისის მერის დასანქცირებას ითხოვს.
კახი კალაძე არის თაღლითი, კორუმპირებული მერი, რომელმაც მთელი თბილისი საცობში დააყენა, ახლა კი ცდილობს, მთელი ქვეყანა ევროკავშირის კადრებში გაჭედოს, არ შეუშვას და ამბობს, რომ თურმე, თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ეს პრობლემა არ არის. ეს მაშინ, როცა თმების შესაჭრელად მილანში დადის.
კალაძე უნდა დასანქცირდეს იმიტომაც რომ ის თავისი საქმით ცდილობს, ბიუჯეტიდან შეისყიდოს რუსული სახელმწიფო კომპანიების პროდუქცია. ეს რა თქმა უნდა ევროკავშირის რეგულაციითან სანქციების დარღვევაა"- აცხადებს ენმ-ს წევრი, ლაშა ფარულავა.