რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეერთება საკუთარი თავის ჰარაკირი იქნებოდა - კალაძე
კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას იმიტომ არ შეუერთდა, რომ ამ ნაბიჯით ის ქვეყანას დააზიანებდა და არა რუსეთს.
კალაძის თქმით, ეს პირდაპირი ჰარაკირი იქნებოდა საქართველოსთვის.
"ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. და რატომ იყო გადაწყვეტილება მიღებული, რადგან არ გვინდოდა დაგვეზიანებინა ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა. როგორ შეიძლება ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ, ეს იქნებოდა ჰარაკირი საკუთარი თავის. იგივეა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანზე არის ყველაზე მეტი შეტევა. თანხები, ყოველგვარი კანონის ავლით გაუჩერეს შვეიცარიაში. არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მას ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით და რაღაც ფინანსური სანქციებით, რომ რაღაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს და არასწორი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგოდ ", - თქვა კახა კალაძემ.