"ეს არის ძალაუფლების უზურპაცია" - პარლამენტში სესია ისევ ხმაურით მიმდინარეობს

02.05.23 13:21
"ეს არის ძალაუფლების უზურპაცია"  - პარლამენტში სესია ისევ ხმაურით მიმდინარეობს

"მაფიოზები, დემაგოგები და ქვეყნის მტრები" - სესია პარლამენტში ისევ ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო. ჩხუბის მიზეზი "ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელმაც  კლანის საქმიანობასთან დაკავშირეით საგამოძიებო კომისიის  შექმნის საკითხი დღის წესრიგიდან გააქრო. 

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ქართული ოცნება"  დღეს ძალაუფლების უზურპაციაში და ქვეყნის მაფიოზური წესებით მართვაში დაადანაშუალეს.

რატომ თვლით, რომ თქვენ გაქვთ უფლება ერთპიროვნულად გააწყვიტოთ, კენჭისყრელ საკითხებიდან უბრალოდ გააქროთ ყველანაირი საფუძვლის გარეშე საკითხი, რომელიც არის მაღალი საზოგადოებრივი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მისი ამოღების ერთადერთი საფუძველი არის შიში, რომ ამ პარლამენტშ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ანუ თქვენ, ბატონო სპიკერო, მზად ხართ, გადაეფაროთ თქვენს უმრავლესოსბასთან ერთა კლანს. როდესაც სანქციებზეა ლაპარაკი, კლანის ნაწილია ის თითოეული მაღალჩინოსანი, რომელიც გადაეფარება ამ სამართლო კომისიის შექმნას. ეს არის უზურპაცია ძალაუფლების, რასაც თქვენ აკეთებთ. რეგლამენტის მუხლი არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ დღის წესრიგიდან გააქროთ უკვე განხილული საკითხი, - უთხრა პარლამენტის თავმდჯომარეს რესპუბლიკელების ლიდერმა ხათუნა სამნიძემ. 

სამნიძის გამოსვლას სესიაზე ურთოერთბრალდებები მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატს უთხრა, რომ ოპოზიციას საკითხი ღის წესრიგში ჯერ კიდევ გუშინ უნდა დაეყენებინა.

პაპუაშვილის დაცვა მამუკა მდინარაძემ სცადა.