მისი მთავარი მიზანი და მოტივაციაა, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს - კალაძის პასუხი ვიოლა ფონ კრამონს

02.05.23 13:28
მისი მთავარი მიზანი და მოტივაციაა, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს - კალაძის პასუხი ვიოლა ფონ კრამონს

კახი კალაძე კი ისევ ამტკიცებს, რომ სტატუსი საქართველომ  პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო არ მიიღო- თბილისის  მერი დღესაც ირწმუნება, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობაა დაწყებულია და ქართული ოცნება სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს.

ამ განცხადებით კალაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონსაც უპასუხა, რომლის კალაძის ანტიდასავლურ განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა. 


არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს მისცეს აღნიშნული სტატუსი, რადგან  საქართველო იყო ყველაფერში მოწინავე კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით. თუმცა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს"- განაცხადა კალაძემ. 

ვიოლა ფონ კრამონი კი წერს, რომ სტატუსის მიღება არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება:

"თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ კი არა, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ყველა პრიორიტეტი შეასრულეს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მისცა, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა ამას ითხოვს" - აცხადებს კრამონი.