ივანიშვილს ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების არ ეშინია - ამილახვარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციებით ვერ შეაშინებენ, რადგან ამილახვარის თქმით, ივანიშვილისთვის მთავარია მისი ქვეყანა, ქართველი ხალხი და თავის მთლიან ქონებას, საქართველოს საკეთილდღეოდ ხარჯავს.
„მგონი, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებებით, თავისი პატრიოტული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებით არაერთხელ აჩვენა მაგალითი და დაამტკიცა, რომ არანაირი ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების ამ ადამიანს არ ეშინია და არც არაფერი იცვლება მისთვის. მისთვის მთავარია მისი ქვეყანა, მისი სამშობლო და ქართველი ხალხი. თავის მთლიან ქონებას, პრაქტიკულად, ხარჯავს საქართველოში საქართველოს საკეთილდღეოდ, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ვერაფერი მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მისთვის, იგი იქნება ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების ქვეშ". - ამბობს ამილახვარი.
ბიძინა ივანიშვილი "ქართულმა ოცნებამ" დასანქცირებულად გამოცხადა - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შვეიცარულ ბანკში 2 მილიონის დაბლოკვით ოლიგარქი სამაგალითოდ დასაჯეს. "ოცნების" დეპუტატები დღეს ამტკიცებდნენ, რომ ივანიშივილის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქცია ბანკის გამოყენებით აამოქმედეს.