მაფიოზური მმართველობაა, "ოცნების" პირობებში ბანკების მოგება 15-ჯერ გაიზარდა - ხაბეიშვილი "ოცნებას"
რუსი ოლიგარქის პირობებში საქართელოში პოლიტიკურთან ერთად საბანკო ოლიგარქიაც გაიზარდა, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ პარლამენტის სესიაზე ისაბრა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ ბანკების მოგება 15-ჯერ გაიზრდა.
ოპოზიციონერი ლიდერი დაინტერესდა, რამ განაპირობა ბანკების წმინდა მოგების გაზრდა, როცა ქვეყანაში არც ეკონიმიკა და არც ხელფასები გაზრდილა.
რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში საქართველოში როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია დამყარდა, მაფიოზური მმართველობა. თუ შევადარებთ 2012 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, მიხეილ სააკაშვილის პირობებში ბანკების მოგება იყო 134 მლნ ლარი. 15-ჯერ არის გაზრდილი ბანკის მოგება. ახლა ამიხსენით, საზოგადოებას უთხარით, რა გაიზარდა 15-ჯერ საქართველოში? ეკონომიკა, ხელფასები, შემოსავალი? რომ ბანკის წმინდა მოგება გაიზარდა 15-ჯერ?, - თქვა ხაბეიშვილმა.