SOVA: ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოდის

02.05.23 13:35
SOVA: ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოდის

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა SOVA ავრცელებს. ვიზიტის თარიღი უცნობია.

გამოცემის ცნობით, აპატურაი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

როგორც SOVA აღნიშნავს, აპატურაის ვიზიტს წინ უძღოდა NATO-ს მხრიდან გამოხატული არაერთი შეშფოთება. 5 აპრილს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ხავიერ კოლონამ თქვა, რომ ალიანსში არსებობს წუხილები საქართველოში რეფორმების გატარების დონესთან დაკავშირებით.