ნატოს სწავლებაში მონაწილეობაზე უარით თავდაცვის უწყებამ კრემლს გაუგონარი ძღვენი მიართვა - აქუბარდია
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია თავდაცვის მინისტრს ნატოს სწავლებაში საქართველოს მონაწილეობაზე უარის გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა პარლამენტში სესიაზე ისაუბრა.
თეონა აქუბარდიის თქმით, თავდაცვის უწყებამ კრემლს ძღვენი მიუძღვნა.
გაუგონარი საჩუქარი მიართვა თავდაცვის სამინისტრომ სწორედ თავდაცვის ძალების დღეს კრემლს. მინდა გამოვეხმაურო სწორედ 30 აპრილს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ იმ ნატოს სწავლებაში, სადაც საქართველო წლებია მონაწილეობს, ამ სწავლებაში, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ მონაწილეობს. როდესაც რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამ სამხერო სწავლებას ბოლო წლების მანძილზე და გამოხატავდა კიეც თავის უკმაყოფიელბას, საქართველოს არმონაწილეობა ამ სწავლებაში პირდაპირი ძღვენია კრემლისთვის, - თქვა აქუბარდიამ.