დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია, რადგან ქვეყანას არ უღალატა - მამუკა მდინარაძე

02.05.23 13:56
დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია, რადგან ქვეყანას არ უღალატა - მამუკა მდინარაძე

 "ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძემ სხვა კოლეგების მსგავსად აღირებს, რომ " სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია". 

მისი თქმით, ივანიშვილს იმის გამო სჯიან, რომ "სამშობლოს არ უღალატა": 

ფაქტობრივი, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს და დამატებით კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს, იმიტომ რომ სამშობლოს არ უღალატა. ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც და საზოგადოებამაც კარგად იცის." - ამბობს დეპუტატი. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ივანიშვილს აქტივები მას შემდეგ დაუბლოკეს, "რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო".

საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისათვის ცდილობენ მის დასჯას და მის მიმართ დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები"- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი.