გადავწიეთ ვადა და პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ პირველ ნოემბრამდე დაბადებული ბაშვები - ამილახვარი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევა, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მშობელმა შვილის უნარებიდან გამომდინარე, ნებაყოფლობით უნდა მიიღოს.
6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით.
ინიციატივა, რომელიც პირველ რიგში ეხმიანება ათასობით მშობელის თხოვნას და მოთხოვნას, რომ მისცემოდათ მათ შვილებს აღნიშნულის შესაძლებლობა. წელს გავახანგრძლივეთ ვადა და გადავწიეთ კიდევ ერთი თვით, პირველ ნოემბრამდე დაბადებული ბაშვებისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ნებაყოფლობითი". - ამბობს განათლების მინისტრი.