როდის იყავით ბოლოს უკრაინაში? - ცხარე დებატები პარლამენტში

02.05.23 15:57
როდის იყავით ბოლოს უკრაინაში? - ცხარე დებატები პარლამენტში

"ქართული ოცნების" ლიდერი გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს ასამბლეაზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოაწერა, რომ ვიზიტი ერთი დღით ადრე დაასრულა. ამის შესახებ მან პარლამენტში სესიაზე ისაუბრა. 

თითქოსდა მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. დელეგაციამ თავისი ვიზიტი დაასრულა ოთხშაბათს და დატოვა სტრასბურგი, ხოლო კენჭისყრა კონკრეტულ რეზოლუციაზე წარიმართებოდა ხუთშაბათს, რის გამოც ფიზიკურად დელეგაცია იქ ვერ იქნებოდა, თქვა გივი მიქანაძემ.

განცხადების საპასუხოდ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ოცნებას" ჰკითხა, რა უშლის მათ ხელს, რომ მსგავსი შინაარსის რეზოლუცია უკვე საქართელოს პარლამენტში მიიღონ.

შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, შეიძლება ვიღაცამ არ აიჯეროს, რომ ბილეთების პრობლემა იყო მხოლოდ, მაგრამ რიტორიკულად ვსვამ კითხვას, კარგი, ის ვერ დაესწარით ამ სესიას, რომ მხარი დაგეჭირათ რეზოლუციისთვის, რა გიშლით ხელს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს იმავე შნაარსის რეზოლუცია?, - თქვა ნაცვლიშვილმა. 

გივი მიქანაძეს კითხვით მიმართა ხატია დეკანოიძემაც. დეპუტატი დაინტერესდა, როდის იყო ბოლოს "ოცნების" დეპუტატი უკრაინაში.

ბატონო გივი, როდის იყავით თქვენ უკრაინაში? მე გუშინწინ ჩამოვედი კიევიდან. თქვენ ხართ ყველაზე ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში,- თქვა  დეკანოიძემ.