ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა პროკურატურაში ჩვენება არ მისცა

02.05.23 15:47
ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა პროკურატურაში ჩვენება არ მისცა

პოლიციის გამომძიებელმა პროკურატურას დაკითხვაზე უარი უთხრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სერგო შუბითიძე რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გაყალბდა დუმილის რეჟიმშია. პროკურატურა კი ამბობს, რომ დეტექტივმა სერგო შუბითიძემ ბაჩალიაშვილის საქმეში, მხოლოდ სამი პირი გამოკითხა და ნიმუშის აღების 11 ოქმი შეადგინა,  მის მიერ კი არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც  ჩატარებულ გამოძიებაში რაიმე გავლენას მოახდენდა.

როგორც მისმა უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა შუბითიძე ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.

„ამ ეტაპზე სერგო შუბითიძეს ჩვენება არ მიუცია, მას სასამართლოში გამოკითხავენ. ჩვენი მოთხოვნა და მისი სურვილი იყო, რომ მან ჩვენება მისცეს უშუალოდ სასამართლოს, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე და იქ მოხდეს მისი გამოკითხვა", - განაცხადა ადვოკატმა.