"ფარჩაკები და ტურები ხართ!" - ღუდუშაური ოპოზიციას
"ფარჩაკები და ტურები ხართ", - ასე პასუხობს "ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლება ანტიდასავლურ ძალად მოიხსენია. სახელისუფლებო გუნდის წევრმა ოპოზიცია ამომრჩევლის გადაწყვეტილების უგულებელყოფაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ მათ მანდატები ბებიის გააცემული სუვენირი ჰგონიათ.
დეკანოიძე გვეუბნებოდა რაღაცეებს, ანტიდასავლური ძალა ხართო...და ჩვენ გვეუბნებით რაღაც კონსტიტუციას თურმე ვარღვევთ, კანონს ვარღვევთ, რეგლამენტს ვარღვევთ. 8 თვის განმავლობაში საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილება, ბოდიში და, ფეხებზე რომ დაიკიდეთ, და რომ არ შეასრულეთ და მანდატები თქვენ ის გგონიათ, მამათქვენის და ბებიათქვენის გადმოცემული სუვენირი, ასე რომ ექცევბით გადაწყვეტილებას, მაგიტომაც ხართ ფარჩაკები და ტურები, - თქვა ღუდუშაურმა.